ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 3 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.26 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.14 თეთრით. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.684 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8912 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.91 ლარად.

კომენტარები