რუსული კანონი

პრეზიდენტი: ვიქნები თქვენთან, რომ ევროპამ, ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს არჩევნებზე

პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, პასუხი არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა.

არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ იცის, ჩვენზე ბევრად კარგად, ყველაზე კარგად, თუ რა არის რეალური ციფრები, ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება.

რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. 

ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია არის ამისთვის საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება, მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ, რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ერთი ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედი გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით, რაც არ ნიშნავს, პარტიების მაინცდამაინც გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას, და რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონზე.

კომენტარები