რუსული კანონი

გვარამია რუსულ კანონზე: ევროპის ჩემპიონატის დროს იგეგმება მიღება, რომ არ იყოს პროტესტები

დღეს ქართული ოცნება აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც - ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

ჩვენი პარტია, ახალი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი - ის რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში, ევროკავშირში.

დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო - ეს არის ხაფანგი. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ პერიოდში და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ, ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში.

თქვა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. 

კომენტარები