რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: შავი ზღვის თავზე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი ჩამოვაგდეთ

ფორპოსტის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი  

უკრაინის შეიარაღაებულის ძალების სამხრეთის საჰაერო სარდლობის ცნობით, შავი ზღვის თავზე რუსული მოიერიშე-სადაზვერვო დრონი ფორპოსტი ჩამოაგდეს. მისი ღირებულება 7 მილიონი დოლარია. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა, ილია ევლაშმა აღნიშნა, რომ ფორპოსტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონია და ის, ფაქტობრივად, ფუნქციებით ბაირაქტარის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს წააგავს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სამიზნეები უკრაინის საჰაერო ძალებისთვის იშვიათად ჩნდება.

ფორპოსტი დამზადებულია ისრაელის Searcher II-ის ბაზაზე. 2009 წელს რუსეთმა 2 ცალი Searcher II საკვლევად შეიძინა. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ფორპოსტი რუსეთის შეირაღებულ ძალებს 2014 წლის იანვარში გადაეცა.

ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, არსებობდა ცნობები, რომ უკრაინელებმა დონბასში მიმდინარე ომის დროს, რამდენიმე წლის განმავლობაში 5 ამავე ტიპის დრონი ჩამოაგდეს.

 

კომენტარები