საქართველოში არ არსებობს პარტია, სადაც ქალებს აქვთ რეალური ძალაუფლება და ფული. ქალებს არ აქვთ ფული, რომ აწარმოონ საარჩევნო კამპანია, რომ შეკრიბონ საკუთარი პარტია - ყველა პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს კაცი... რამდენი მინისტრია ქალი საქართველოს მთავრობაში? - ორი, მე მგონი. ბოლოს როდის იყო საქართველოს პრემიერმინისტრი, რეალური მმართველი ქალი? - მგონი, არც არასდროს. ახლა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ასევე კაცების გადაწყვეტილებით გახდა პრეზიდენტი. მე არ მახსენდება, რეალური მმართველი ქალი ამ ქვეყანაში.
ამიტომ, როცა კაცების პერსპექტივიდან ისაუბრებთ, ერთი კვლევა მაინც წაიკითხეთ - ამ ქვეყანაში არსებობენ ქალები რომლებსაც სჭირდებათ, რომ მათი ხმა ვიღაცამ გააჟღეროს. აქ იყო საპარლამენტო ტრიბუნა, რომელზეც შეიძლება ბევრი სხვანაირი, აქტიური ქალი მოხვედრილიყო, მათ შორის, კვოტების პრინციპით - ესეც მოუსპეთ იმიტომ, რომ გინდოდათ, რაც შეიძლება მეტი ფულის და საარჩევნო რესურსის მობილიზება გაგეკეთებინათ.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



