ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: თქვენი საკითხავი არ არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მშვიდად იყავით

რატომ ინტერესდებით, საერთოდ? თქვენ ნერვიულობთ ბატონ ბიძინაზე? - თქვენი საკითხავი არ არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი. მინდა გითხრათ, რომ თქვენი საფიქრალი არ არის ეს საკითხი....

ეგ არ არის თქვენი საკითხი. დაელოდეთ, რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან ნერვიულობთ? ვიცი, რომ ნერვიულობთ თქვენ ყველანი ბატონ ბიძინას პოლიტიკაში ჩართულობით და დაბრუნებით, ამიტომ მშვიდად იყავით, თქვენ 26 ოქტომბერს მიიღებთ მორიგ დიდ დამარცხებას. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა: "სად არის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და რა ტიპის კომუნიკაცია გაქვთ მასთან". 

კომენტარები