ევროპის ჩემპიონატი 2024

GFF: ევროპის ჩემპიონატის ბილეთები UEFA-ს ოფიციალურ პლატფორმაზე გაიყიდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი ბილეთები UEFA-ს ოფიციალურ პლატფორმაზე გაიყიდება. 

"როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, UEFA-სგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით". - წერია ფედერაციის განცხადებაში.

როგორც UEFA-ს ვებგვერდზეა აღნიშნული, კარს უკან მდებარე ტრიბუნებზე ბილეთების ფასი 30 ევრო იქნება, მესამე კატეგორიის ბილეთები 60 ევრო ეღირება, მეორე კატეგორიის 150 ევრო, პირველი კი - 200 ევრო. VIP კატეგორიის ბილეთების ფასი 400 ევრო იქნება.

საქართველო პირველ მატჩს 18 ივნისს ქალაქ დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ ჩეხეთს ქალაქ ჰამბურგში დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვინითი შეხვედრა კი პორტუგალიასთან ქალაქ გელზენკირხენში გაიმართება.

კომენტარები