ევროპის ჩემპიონატი 2024

Adidas-მა SS-თან მსგავსების გამო გერმანიის ნაკრების 44-ნომრიანი მაისური გაყიდვიდან ამოიღო

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციისა და Adidas-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გერმანიის ნაკრების 44-ნომრიანი მაისური ყველა სახის ხმარებიდან ამოღებული იქნება.

გერმანიის ნაკრების ფორმაზე ციფრი 4-ის დიზაინმა საზოგადოების ნაწილს ნაცისტური გერმანიის დროინდელი SS (Schutzstaffel) გაახსენა, რომლის სიმბოლოს გამოყენებაც აკრძალულია. მსგავსების შესახებ თავდაპირველად Twitter-ზე ჟურნალისტმა, ტობიას ჰუხმა დაწერა.

"44-ე ნომერს რაც შეიძლება მალე დავბლოკავთ. ჩვენთან 100-ზე მეტი ეროვნების ადამიანი მუშაობს. ჩვენი კომპანია მრავალფეროვნებას ემსახურება და ანტისემიტიზმის, ძალადობის და სიძულვილის გამოხატვის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგია". - უთხრა გამოცემა Bild-ს Adidas-ის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებში 44-ნომრიან ფორმას ისედაც ვერავინ აირჩევდა, რადგან მსგავს ტურნირებზე ფეხბურთელები 1-დან 23-ის ან 26-ის ჩათვლით ინომრებიან.

კომენტარები