ევროპის ჩემპიონატი 2024

საქართველო-ესპანეთის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრეთათვის ავტობუსები 02:00-მდე ივლიან

ეროვნული ნაკრები

თბილისის მერიის ცნობით, ხვალ, 30 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო-ესპანეთის მატჩის ღია ჩვენება მოეწყობა. დამსწრეთათვის ავტობუსების ნაწილი 1 ივლისის 02:00 საათამდე ივლის.

"ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, 30 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.

ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 30 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან". - წერს მერია.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს. 

კომენტარები