უკრაინა-მოლდოვა

ზელენსკის გადაწყვეტილებით მოლდოვაში უკრაინის ელჩად ოლექსი დანილოვი დაინიშნა

ოლექსი დანილოვი
pravda.ua

29 მარტს ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით მოლდოვაში უკრაინის ელჩის თანამდებობა დატოვა მარკ შევჩენკომ.

შევჩენკომ ელჩის თანამდებობა 2020 წლის თებერვლის ბოლოს დაიკავა. 

იქამდე, 2015-2019 წლებში თანამდებობას ივან გნატიშინი იკავებდა, რომელიც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაითხოვა. ომის დაწყებამდე მოლდოვაში უკრაინის ელჩის თანამდებობა ვაკანტური იყო.

მოგვიანებით უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლდოვაში უკრაინის ელჩად ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ოლექსი დანილოვი დაინიშნება. 

დანილოვის დანიშვნა თავად ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში დაადასტურა.

დანილოვი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოზიციიდან 26 მარტს დაითხოვეს, მისი ადგილი შიდა დაზვერვის მეთაურმა, ალექსანდრ ლიტვინენკომ დაიკავა.

კომენტარები