უკრაინა-მოლდოვა

მაია სანდუ უკრაინაშია, მოლდოვის პრეზიდენტმა ევრომაიდნის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო

ოლენა ზელენსკა, ვოლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ, კიევი, 2023 წლის 21 ნოემბერი
Unian

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ევრომაიდნის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

21 ნოემბერს ევრომაიდნის აქციებს ზუსტად 10 წელი შეუსრულდა. თითქმის 4-თვიანი საპროტესტო აქციებს 104 დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა. ევრომაიდნის მოვლენებს ასევე ღირსების რევოლუციასაც უწოდებენ.

სანდუმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

კომენტარები