გიორგი გიგაშვილი

გიორგი გიგაშვილმა Terrence Judd-Hallé-ის ჯილდო მოიგო

პიანისტ გიორგი გიგაშვილს, მანჩესტერში, დიდ ბრიტანეთში, Terrence Judd-Hallé-ის ჯილდო გადაეცა

პრემია ყოველ წელს ერთ პიანისტს გადაეცემა. 2024/25 წლის გამარჯვებული, გიორგი გიგაშვილი, BBC Radio 3-მა აირჩია. 

"არ ვიცი რამდენად სწორია ახლა ამ პოსტის დადება, როცა ყველა თამაშისთვის ემზადება, მაგრამ…

Terrence Judd-Hallé ჯილდო გადმომეცა მანჩესტერში, დიდ ბრიტანეთში. ეს პრემია ყოველ წელს ერთ პიანისტს გადაეცემა და 2024/25 წლის გამარჯვებული მე გავხდი, რაც ჩემი პირველი ჯილდოა საერთოდ და თან ასეთი, და მინდოდა რომ უბრალოდ გამეზიარებინა თქვენთვის".- წერს პიანისტი სოციალურ ქსელში. 

კომენტარები