გიორგი გიგაშვილი

გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა

Gigashvili Giorgi / Facebook

ქართველმა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჟიურიმ ქართველი გიგაშვილი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა.

საფინალო სესიაზე გიგაშვილმა პროკოფიევის საფორტეპიანო და საორკესტრო კონცერტი N3 შეასრულა.

კომენტარები