საქართველოს ნაკრები

ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები

ერთა ლიგის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი თამაშის ძირითადმა დრომ და დამატებითმა ტაიმებმა გოლების გარეშე ჩაიარა. ამ გაამრჯვებით საქართველოს ნაკრები ივნისში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც გერმანიაში გაიმართება. 

უკვე ცნობილია, თუ ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. საქართველოს ნაკრები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გაიმართება. შემდეგ 22 ივნისს საქართველო ჩეხეთის ნაკრებს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში 26 ივნისს პორტუგალიასთან გაიმართება. 

კომენტარები