რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევი ცირკონის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით დაბომბა

რუსეთის დარტყმის შედეგი კიევზე, 2024 წლის 25 მარტი
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

რუსეთმა კიევი ცირკონის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით დაბომბა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაშავებულია 10 ადამიანი, მათგან 2 ჰოსპიტალიზებული იყო, ერთი უკვე გამოწერეს. ერთ-ერთი რაკეტა პეჩერის რაიონში ჩამოვარდა. მაშველები ნანგრევების წმენდვას აგრძელებენ. ნანგრევებში ადამიანების მოყოლის ინფორმაცია ამ დრომდე არ დადასტურებულა.

ამას გარდა, დარნიცის რაიონში რაკეტის ნარჩენები კერძ სახლის ეზოში ჩამოვარდა.

უკრაინის წინააღმდეგ ცირკონის ტიპის ახალი რაკეტები რუსეთმა პირველად თებერვლის შუა რიცხვებში გამოიყენა.

 

კომენტარები