დიდი ბრიტანეთი-ჩინეთი

დოუდენი: თავდასხმა, რომლითაც ბრიტანელი ამომრჩევლების მონაცემები გაიჟონა, ჩინეთთანაა კავშირში

Reuters

დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერის, ოლივერ დოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმა, რომლითაც ბრიტანელი ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია გაიჟონა, ჩინეთთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, დიდი ალბათობით დიდი ბრიტანეთის მთავრობა მალე ამ კავშირის დადასტურებას შეძლებს

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიაზე კიბერთავდასხმა 2021 წლის აგვისტოში განხორციელდა, თუმცა მის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მილიონობით ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაცია გაიჟონა. ამას გარდა, კიბერთავდასხმის სამიზნეები იყვნენ ის ბრიტანელი პარლამენტარებიც, რომლებიც ჩინეთისადმი კრიტიკული და ხისტი პოზიციებით გამოირჩევიან. 

"ჩინეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეკონომიკური საფრთხეა და ის ეპოქის განმსაზღვრელ გამოწვევას წარმოადგენს" - თქვა რიში სუნაკმა. 

კომენტარები