დიდი ბრიტანეთი-ჩინეთი

ბრიტანეთი ჩინეთში მყოფ ბრიტანელებს თვითნებურად დაკავების რისკზე აფრთხილებს

SCMP

ბრიტანეთმა ჩინეთში წამსვლელებისა და იქ მყოფებისთვის ახალი სამოგზაურო რჩევა გამოაქვეყნა.

ბრიტანეთი ჩინეთში მყოფ და წამსვლელ ბრიტანელებს აფრთხილებს, რომ ჩინეთში თვითნებურად დაკავების რისკი არსებობს.

ეს განცხადება ქვეყანამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც რამდენიმე უცხოელი ჩინეთში სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს, მათ შორის საუბარია საქმეებზე, რაც სახელმწიფო საიდუმლოებებს და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. 

"ჩინელმა მაღალჩინოსნებმა გარკვეულ გარემოებებში დააკავეს უცხოელები "ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენების" გამო. ასევე არსებობს თვითნებურად დაკავების რისკი, მათ შორის, ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის". – წერს ბრიტანეთის საგარეო ოფისი

პეკინში ბრიტანეთის საელჩოს სპიკერმა თქვა, რომ რჩევა განახლდა, რათა "უკანასკნელი ინციდენტები ნათლად და ფაქტიურად აისახოს".

ბოლო პერიოდში, ჩინეთში რამდენიმე უცხოეთის მოქალაქე, მათ შორის, კანადელები, ავსტრალიელები, იაპონელები და სულ მცირე, ერთი ამერიკელი დააკავეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებით. ზოგიერთი მათგანი კვლავ დაკავებულია. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაფრთხილება აშშ-მ 12 ივლისს გამოსცა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთში მყოფ და წამსვლელ ამერიკელებს აფრთხილებს, რომ ჩინეთში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან დაკავების და ქვეყნიდან წასვლის აკრძალვის გაზრდილი რისკი არსებობს. მანამდე ამგვარი გაფრთხილება ავსტრალიის მთავრობამაც გამოაქვეყნა.

კომენტარები