აზია

ჩრდილოეთ კორეა: იაპონიის პრემიერმინისტრმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდან ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. გამოცემის მიხედვით, ამის შესახებ კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა ისაუბრა.

კიმ იო ჯონგის თქმით, იაპონიის პრემიერმინისტრმა კიმ ჩენ ინთან შესახვედრად სამიტის უმოკლეს ვადაში გამართვის შეთავაზება გააკეთა. 

ამასთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესება იაპონიის მხრიდან პოლიტიკურ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

"პრემიერმინისტრს უნდა ესმოდეს, რომ მხოლოდ მისი სურვილისა და გადაწყვეტილების გამო არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია ან ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა მას შეხვდება" – ამბობს კიმ იო ჯონგი. 

ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი იაპონიის პრემიერმინისტრმაც გაააკეთა. კიშიდამ ხაზი გაუსვა სამიტის გამართვის მნიშვნელობას, რათა გადაწყდეს ისეთი ორმხრივი საკითხები, როგორიცაა ათწლეულების წინ ფხენიანის ჯაშუშების მიერ იაპონიის მოქალაქეების გატაცება. 

პრემიერმინისტრმა პარლამენტშიც თქვა, რომ მისი მთავრობა ლობირებს შესაძლო სამიტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან.

კომენტარები