პოლონელი ფერმერები

პოლონელმა ფერმერებმა რუსეთის საზღვართან ბლოკადის დასრულება გადაწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო რუსეთის საზღვართან ბლოკადის დასრულება გადაწყვიტეს.

ფერმერებმა საპროტესტო ქმედებები რუსეთის ფედერაციის საზღვართან, პოლონურ სოფელ გჟეხოტკში 20 მარტს დაიწყეს. კერძოდ, ჩაკეტეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი და საათში მხოლოდ ერთ ავტომობილს ატარებდნენ.

ვარმინო-მაზურის სავოევოდოს აგროკულტურული საბჭოს წევრი, ეჟი სალიტრა გაკვირვებული დარჩა, როდესაც ნახა თუ რა რაოდენობის პროდუქტი შედის რუსეთიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე.

"ევროკავშირს რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები გმობენ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, მათთან ვაჭრობა შეუფერხებლად გრძელდება. უამრავი პროდუქტის ტრანსპორტირება ხდება, მათ შორის გაზის და არამხოლოდ თხევადი გაზის. ერთ-ერთმა მძღოლმა თქვა, რომ მას მეთანი გადაჰქონდა". - თქვა სალიტრამ.

აღსანიშნავია, რომ გჟეხოტკში გამშვების პუნქტის ბლოკირებას პოლონელი ფერმერები თავდაპირველად, სულ მცირე, 1 თვით გეგმავდნენ, თუმცა, აღდგომის მოახლოებამ მათი გეგმები შეცვალა.

პარალელურად, 24 მარტს პოლონელმა ფერმერებმა სრულად ჩაკეტეს უკრაინის საზღვართან მდებარე ორი გამშვები პუნქტი.

კომენტარები