ავტოსაგზაო შემთხვევა

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა

TV Formula

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სტადიონის კედელს შეეჯახა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები