თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ISIS-ის თქმით, გუშინ ტერორისტებმა თავდასხმა "ქრისტიანებით ხალხმრავალ ადგილზე" დაიწყეს

ტერორისტები Crocus City Hall-ში
Meduza.io

23 მარტს ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ანუ ISIS-მა, გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმის დეტალებზეა საუბარი. ამასთანავე, ტერორისტული დაჯგუფება, ოთხი თავდამსხმელის სურათს ავრცელებს, რომელიც, სავარაუდოდ, ტერაქტამდეა გადაღებული.

ISIS-ის თქმით, გუშინ მოსკოვის ოლქში მომხდარი თავდასხმა "ბოლო წლებში ყველაზე სასტიკი" იყო. განცხადებაში ასევე წერია, რომ ISIS-ის ტერორისტებმა "კოორდინირებული თავდასხმა ქრისტიანებით ხალხმრავალ ადგილზე დაიწყეს".

განცხადებაში მომხდარი ტერაქტის დეტალებზეა საუბარი: ISIS-ის თქმით, სამმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ხალხს ცეცხლი საკონცერტო დარბაზში გაუხსნა, ხოლო მეოთხემ დარბაზს ცეცხლი მოუკიდა. ISIS-ი ამატებს, რომ გუშინდელი ტერაქტი ისლამთან მებრძოლ ქვეყნებთან ბრძოლის კონტექსტში მოხდა.

კომენტარები