საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

50-ლარიანი ბილეთი 400 ლარად – გადამყიდველები "შავ ბაზარზე" ფეხბურთის ბილეთებს ყიდიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

დღეს, 23 მარტს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე ერთა ლიგის ფინალში, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო და პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, Facebook-ის ერთ-ერთ ღია ჯგუფში, რომელსაც "ბილეთების შავი ბაზარი" ჰქვია, ე.წ. გადამყიდველებმა ბილეთების დიდ და გაძვირებულ ფასად გაყიდვა უკვე დაიწყეს.

ოფიციალურად, მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია, ე.წ. გადამყიდველები კი მას რამდენჯერმე ძვირად ყიდიან. საჯაროდ ისინი შემდეგ ფასებს ასახელებენ:

ერთი-ერთი მოქალაქე ჯგუფში პირადი მიმოწერის სქრინს ავრცელებს, სადაც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს 150-200 ლარად სთავაზობენ.

კიდევ ერთი მოქალაქე ავრცელებს პირადი მიმოწერის სქრინს, სადაც ე.წ. გადამყიდველი წერს, რომ კატეგორიების მიხედვით, ბილეთებს ის 100-დან 400-ლარამდე ყიდის, რამდენიმეს ერთად შეძენის შემთხვევაში კი ფასდაკლებას სთავაზობს.

ერთ-ერთი მოქალაქე ჯგუფში წერს, რომ ბილეთებს 100 ლარად ყიდის.

ჯგუფში ერთი მოქალაქე წერს, რომ ის 30-ლარიან ბილეთებს დღეს 70 ლარად ყიდის, მომდევნო დღეებში კი ფასი გაიზრდება. ის პოსტს თან ბილეთების სქრინსაც ურთავს.

ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ 4 ცალ 30-ლარიან ბილეთს 250 ლარად ყიდის.

 

tkt.ge-ის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ბილეთების 50% იყო გაყიდული, რიგში კი საიტზე 273 600 ადამიანი იმყოფებოდა.

ერთა ლიგის ფინალში, საქართველოსა და საბერძნეთს შორის მატჩი დინამო არენაზე 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

კომენტარები