თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

უკრაინის დაზვერვა მოსკოვში სროლაზე: ეს პუტინის გააზრებული პროვოკაციაა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის სპიკერი, ანდრიი იუსოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის გააზრებული პროვოკაციაა.

"ეს პუტინის სპეცსამსახურის გააზრებული პროვოკაციაა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება გვაფრთხილებდა. კრემლის ტირანმა საკუთარი კარიერა ასე დაიწყო და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებით სურს დასრულება". - უთხრა დაზვერვის სამსახურის სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა Українська правда-ს.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები