რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მედია: რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს

მობილიზაცია
A new mobilization is about to begin in Russia/depositphotos.com 

რუსული გამოცემა, Вёрстка ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ხელისუფლება უკრაინაში მეომარი ჯარის გასაძლიერებლად და, შესაძლოა, ხარკოვისთვის ალყის შემოსარტყმელად მასობრივი მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს. გამოცემის წყაროების თანახმად, ოპერაციის ფარგლებში, 300 000 ადამიანის მობილიზაცია იგეგმება.

Вёрстка-მ ხაზი გაუსვა, რომ მისი კორესპონდენტები ჯარისკაცთა შეკრებისთვის მომზადებას "მობილიზაცია 2.0"-ს უწოდებენ.

რუსეთის პრეზიდენტისა და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირების თქმით, შესაძლოა წვევამდელებს კონტრაქტის დადება და უკრაინაში ომში წასვლა აიძულონ, ომში რეზერვისტები წაიყვანონ ან სათადარიგო ჯარებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მობილიზაცია მოხდეს. 

კონტრაქტის იძულებით დადების იდეა, გამოცემის წყაროების მიხედვით, უკრაინაში მიმავალი მოხალისეების რაოდენობის შემცირების გამო დაიბადა. 

გამოცემის წყაროთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

კომენტარები