ავტოსაგზაო შემთხვევა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთო მანქანის მძღოლი ემსხვერპლა

გუშინ, 20 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორტანეთთან მომხდარ ავტოავარიას სატვირთო მანქანის მძღოლი ემსხვერპლა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები