რუსეთი-NATO

პესკოვი: მოსკოვისთვის ცნობილია NATO-ს სურვილი, გააფართოოს თავისი გავლენა კავკასიაში

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვისთვის ცნობილია NATO-ს სურვილი, გააფართოოს თავისი გავლენა და არასტაბილურობა შემატოს რეგიონს. ამ სიტყვებით პესკოვი კავკასიაში ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს გამოეხმაურა.

"ჩვენთვის კარგადაა ცნობილი NATO-ს ზოგადი მისწრაფებები, რომ გააძლიეროს კავკასიაში თავისი ყოფნა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მისი გავლენები, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სტაბილურობას შემატებს კავკასიას და სიტუაციის პროგნოზირებადობას". - თქვა პესკოვმა.

ამავდროულად, კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთი აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც მოსკოვს ამ რეგიონის ქვეყნებთან აქვს.

კომენტარები