ავარია

იგოეთთან მანქანა ხევში გადავარდა – დაშავდა 5 ადამიანი

Tabula

იგოეთთან მანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები