რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები

თბილისში რუსებმა "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" კამპანიის ფარგლებში აქცია გამართეს

კადრი ვიდეოდან MtavariTV

თბილისში, პირველ გიმნაზიასთან რუსეთის მოქალაქეებმა კამპანიის "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" ფარგლებში აქცია გამართეს. 

რუსეთის ქალაქებში, საარჩევნო უბნებზე აქცია "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" მიმდინარეობს - აქციის იდეის ავტორი დაღუპული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია. 

აქციის მონაწილეები საარჩევნო უბანზე ზუსტად 12:00 საათზე უნდა მისულიყვნენ და პუტინის წინააღმდეგ მიეცათ ხმა, ან საარჩევნო ბიულეტენი დაეზიანებინათ.

დღეს 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მე-3 დღეა. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს მეხუთედ იყრის.

კომენტარები