რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები

რუსეთის ცესკომ პუტინი პრეზიდენტის არჩევნების კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა

ვლადიმირ პუტინი 
Er.ru

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.

ცესკოს წარმომადგენლის, ნატალია ბუდარინას თქმით 60 000 ხელმოწერიდან 0.15% ბათილად გამოცხადდა, კანონმდებლობით დაშვებულია 5%-იანი ცდომილება. 

ამ დროისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილ პირთა რაოდენობა 198 ადამიანს შეადგენს, მათ შორის არიან კულტურის მოღვაწეები, მეცნიერება და სხვა ცნობილი ადამიანები.

ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა პირმა, მსახიობმა ვლადიმირ მაშკოვმა თქვა, რომ კანდიდატის მოწმობას პუტინს პირადად გადასცემს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

კომენტარები