არჩევნები 2024

ზურაბიშვილი დიასპორას: დეპორტის საშიშროება არალეგალების არჩევნებზე მისვლისას არ არის

დეპორტის საშიშროება რომ არ არსებობს, სადაც ცხოვრობენ ეს ადამიანები არალეგალურად, ამის დასტური მივიღე მე ელჩებისგან, რომლებიც დაბარებული მყავდა სწორედ ამ საკითხზე. ეს პრაქტიკა არ არსებობს, რომ არჩევნები იყოს გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ იდენტიფიკაცია მოხდეს და შემდეგ დეპორტი ადამიანების, ამის მაგალითები არის ძალიან ბევრი.

სხვადასხვა ქვეყნის არჩევნები ტარდება უბნებში, იქ რიგები დგება ადამინების, რომელთა დიდი ნაწილი, ასევე არალეგალია. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ზოგჯერ ვრცელდება, და არ ვიტყვი საიდან, ხმები, რომ ეს საშიშროება, საფრთხე არსებობს, სწორედ იმისთვის, რომ ადამიანები არ მივიდნენ და არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. ესეც არის რაღაც ტიპის ანტისაარჩევნო პროპაგანდა. მიდიხართ ისედაც საელჩოებში სხვადასხვა საჭიროებების გამო და ეს არასოდეს არ ხდება მიზეზი დეპორტის. 

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე, სადაც საარჩევნო საკითხები განიხილებოდა.  

კომენტარები