რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები დაესხნენ თავს

Reuters

რუსეთის სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები დაესხნენ თავს - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, დმიტრი აზაროვი ადასტურებს.

აზარივისვე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა.

გასულ დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმები გახშირდა. ამას გარდა, 12 მარტს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა ქვედანაყოფებმა საზღვარზე შეტაკებები წამოიწყეს. ბრძოლები კურსკისა და ბელგოროდის ოლქის საზღვარზე მიმდინარეობდა. პროუკრაინული ძალების მტკიცებით, მათ კურსკის მიმართულებით საზღვარი გაარღვიეს.

კომენტარები