NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 2024 წლის 18 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე გავრცელდა.
იენს სტოლტენბერგი 17-დან 19 მარტამდე აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს გენმდივანი თავდაპირველად აზერბაიჯანში ჩავა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდება.
აზერბაიჯანის შემდეგ 18 მარტს იენს სტოლტენბერგი თბილისში ჩამოვა. საქართველოში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან. როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
19 მარტს სტოლტენბერგი სამხრეთ კავკასიის ტურნეს ერევანში დაასრულებს.