NATO- საქართველო

ნიდერლანდები საქართველოსა და კიდევ 2 ქვეყნის დასახმარებლად NATO-ს ფონდში €8 მილიონს შეიტანს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ვოპკე ჰუსკტრა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის ვოპკე ჰუკსტრას თქმით, ნიდერლანდები ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად NATO-ს ფონდში (DCB) დამატებით 8 მილიონ ევროს შეიტანს. ამის შესახებ ნიდერლანდელმა მაღალჩინოსანმა ვილნიუსში NATO-ს სამიტზე ისაუბრა

"მსგავს არასტაბილურ დროს, გადამწყვეტია, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეებმა, გავაძლიეროთ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან.

მხოლოდ ერთად, მტკიცედ დგომის შემთხვევაში ვიძლევით რუსეთის აგრესიის შეკავების გარანტიას". - აღნიშნა ჰუკსტრამ პრესკონფერენციაზე.

გამოცემა De Telegraaf-ი წერს, რომ ჰუკსტრამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ჩამოთვლილი სამი ქვეყნის საშინაო საქმეებში რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს ჩარევას. 

ნიდერლანდების მიერ გაყოფილი თანხა მოხმარდება უპილოტო საფრენ აპარატებს, ბრძოლის სისტემებს, კიბერუსაფრთხოების განმტკიცებასა და იარაღის საწყობების დაცვას.

NATO-ს ფონდი, რომელსაც თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას (DCB) უწოდებენ, მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებში სამხედრო დაზვერვისა და შესაძლებლობების გაძლიერებას , რეალური იარაღის მიწოდების გარეშე. 

კომენტარები