ქურდობა

თბილისში, ზოომაღაზია დოგუნა გაქურდეს

13 მარტს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ზოომაღაზია დოგუნა გაქურდეს. როგორც ობიექტის მეპატრონე მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში ამბობს, მძარცველმა 400 ლარამდე თანხა წაიღო.

"რაღაცით მეტალოპლასტმასის კარი აქვს გაღებული - სახრახნისით, თუ არ ვიცი, რითი. ეს ბიჭი მაღაზიაში რომ შევიდა, ეგრევე სალაროს მაგიდასთან მივიდა და უჯრაში თანხა რაც იყო, ის აიღო. სხვა არაფერი წაუღია, რადგან რა უნდა აეღო, იქ ძაღლის საჭმელები, სათამაშოები და მსგავსი რაღაცებია. 400 ლარამდეა წაღებული". - ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

ობიექტის მეპატრონის თქმით, მაღაზიის კამერის ჩანაწერები სამართალდამცველებს უკვე გადასცეს და გამოძიება დაიწყო. 

დეტალების გასარკვევად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

კომენტარები