საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

სანიოლმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა – ჯაბა კანკავა დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის პლეი-ოფისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა. 21 მარტს, საქართველო დინამო არენაზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალურ მატჩში, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეკარეები:

გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები:

საბა კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი

ნახევარმცველები:

ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა

თავდამსხმელები:

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი

გუნდში დაბრუნდა ყოფილი კაპიტანი, ბრატისლავას სლოვანის 37 წლის ნახევარმცველი, ჯაბა კანკავა, რომელიც ეროვნული ნაკრებიდან 2022 წელს წავიდა.

დისკვალიფიკაციის გამო, ლუქსემბურგთან მატჩს ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს.

კომენტარები