არჩევნები 2024

ალასანია სააკაშვილზე: 5-იანი იქნება მისი არჩევანი, როგორც იყო - არაფერი შეცვლილა

გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა და ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

"ძალიან კარგად დავინახე, გავიგე ადამიანებს, სად შეაქვთ მაისური, მიხეილ სააკაშვილის წარწერით და დადიან და ატყუებენ ხალხს, ეუბნებიან რომ ისინი არიან სააკაშვილის გვერდით. ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის 5-იანი". - ამბობს ალასანია.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყენებს თუ არა ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სახელს ცუდად, გიული ალასანია პასუხობს:

"არ ვიცი, ვინც იყენებს, ვისთანაც მიდიან იმ ადრესატების საყურადღებოდ ვამბობ ამას, რომ გაითვალისწინონ, 5-იანი იქნება მისი არჩევანი, ისე როგორც იყო, არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრისით მის ცხოვრებაში, ეს ყველამ კარგად იცოდეს".


11 მარტს, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გამოაცხადეს, რომ საარჩევნოდ ერთიანდებიან. პოლიტიკურ გაერთიანებას ახალი ერქმევა და საარჩევნო ნომერი - 4 იქნება.

კომენტარები