ენმ

სააკაშვილი: საქართველოს ევროკავშირში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება შეიყვანს

მინდა, ენმ-დან ჩემს თანაპარტიელებს ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება მივულოცო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, პირველებს საქართველოდან ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა უკვე შეგვიძლია - პირველი ასეთი ქართველები ნაციონალები გავხდით. მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 ხმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის თავმჯდომარედ წამოყენებას მივეცით. 

ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი ქართული პარტია, რომელიც ევროპულ არენაზე გავიდა. 2004 წელს საქართველოს ევროპისკენ გზა ენმ-ის ხელისუფლებამ გაუხსნა და ენმ-ის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.

პატიმრობის მიუხედავად, მე ოფიციალური მოწვევა მივიღე, 6 მარტს, ბუქატესტში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დავსწრებოდი. ჩემი მიმართვა ათასობით დელეგატის წინაშე გიორგი ბარამიძემ წაიკითხა.

წერს Facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ასოცირებული წევრი გახდა, რაც ხმის უფლების მინიჭებასაც მოიცავს.

კომენტარები