ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - 6 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.05 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.55 თეთრით გაუფასურდა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6581 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8904 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.90 ლარად.

კომენტარები