არჩევნები 2024

პაპუაშვილი: ვისაც უნდა, ვიყოთ საცდელი ცხოველები, თავის ქვეყანაში დაამყარონ კონსენსუსები

[პრეზიდენტის ვეტო] არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს არის მომზადება ნიადაგისა იმისთვის, რომ, ტრადიციულად, ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა "კლონებმა" არ აღიარონ არჩევნები.

თავის დროზე, 19 აპრილს მოეწერა ხელი შეთანხმებას, სადაც ეწერა საკითხი კვალიფიციური უმრავლესობისა და ოპოზიციური მოადგილისა. ეს იყო მედიატორის მხრიდან ჩამოწერილი რეგულაცია, რომელზეც ჩვენ იქვე ვუთხარით, რომ ეს იყო ხარვეზიანი და არაფრისმომცემი რეგულაცია, მაგრამ, კიდევ ერთხელ, გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო. 

ვენეციის კომისიას რომ ვკითხეთ, როგორ მოვიქცეთ, გვითხრეს, მოიქეცით ისე, როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში წერია. რა თქმა უნდა, ეს არის ვენეციის კომისიის ექსპერტების ხარვეზი, რომ მიუთითებენ არარსებულ შეთანხმებაზე. 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს. 

საქართველო არ არის ექსპერიმენტების ლაბორატორია. ყველამ, ვისაც უნდა, რომ ვიყოთ საცდელი რაღაც ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ ეს კონსენსუსები. 

ვინმემ ახსნას ლოგიკურად, რატომ უნდა ჩაატაროს ოპოზიციური, თან როგორი ოპოზიციური, ლელოს წარმომადგენელმა  არჩევნები - რატომ გვაყენებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ წინსწრებით დისკრედიტირება მოხდება არჩევნების. 

თქვა შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით.  

კომენტარები