ნარკოდანაშაული

ამოღებულია ალფა-პვპ, მეფედრონი და მეთადონი – 1 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ ნარკოტიკების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი, გასაღების მიზნით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა, ნაწილი კი, იმავე მიზნით, თბილისიდან რუსთავში წაიღო.

"შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებულისგან სარეალიზაციოდ გამზადებული 60 და სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული 10, ჯამში 70 შეფუთვად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალებები - ალფა-პვპ, მეფედრონი და მეთადონი ამოიღეს. ბრალდებული 3 მარტს დააკავეს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 260-ე მუხლის 1-ელი და 19.260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით, 10-იდან 15 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, ისინი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

კომენტარები