თურქეთი

თურქეთში 7 ადამიანი მოსადისთვის ინფორმაციის მიყიდვის ბრალდებით დააკავეს

Dilara Senkaya/Reuters

თურქეთში ისრაელის დაზვერვისთვის ინფორმაციის მიყიდვის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ თურქულმა სახელმწიფო მედია Anadolu-მ გაავრცელა. თურქული მედია აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურთან აფილირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოპერაცია თურქეთის ეროვნული დაზვერვის სააგენტომ და სტამბოლის კონტრტერორისტულმა პოლიციამ ჩაატარეს. თურქეთს ოფიციალურად ამ ოპერაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

დაკავებულებს შორისაა კერძო დეტექტივიც, რომელიც ადრე თურქეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მუშაობდა. ეს პიროვნება უკავშირდებოდა ახლო აღმოსავლეთის კერძო კომპანიებს და მათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფორმაციას ყიდდა. ასევე, ის სხვადასხვა ადგილას ამონტაჟებდა მოსასმენ მოწყობილობებს და სათვალთვალო ტექნოლოგიას. კერძო დეტექტივი იყო მაკავშირებელი რგოლი მოსადსა და დანარჩენ დაკავებულებს შორის. 

კომენტარები