შემოსავლების სამსახური

RS: 464 595 ლარის ოდენობის არადეკლარირებული თანხის შემოტანის 3 ფაქტი აღვკვეთეთ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის, ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 464 595 ლარის ოდენობის, არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი გამოავლინეს." - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 46 518 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.

კომენტარები