რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 3 მარტის ღამეს, ყირიმის თავზე განადგურებულია 38 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
"საჰაერო თავდაცვის სამსახურის მიერ ყირიმის რესპუბლიკის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი განადგურებულია". – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის, ნიკოლაი ლუკაშენკოს თქმით, ყირიმის ხიდზე აღდგენილია სატრანსპორტო მიმოსვლა, რომელიც დროებით შეზღუდული იყო.