რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი СУ-34 ჩამოვაგდეთ

Pravda.ua

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 29 თებერვალს, საჰაერო თავდაცვამ კიდევ 2 რუსული СУ-34 ტიპის თვითმფრინავი გაანადგურა.

"როგორც ჩანს მათ არ ესმით! რუს მფრინავებს ვერანაირი დასკვნები ვერ გამოაქვთ! 

დღეს (29 თებერვალს), ავდეევკისა და მარიუპოლის მიმართულებით კიდევ ორი, ოკუპანტების СУ-34 გავანადგურეთ"! – წერს საჰაერო ძალების მეთაური მიკოლაი ოლეშუკი.

ოლეშუკის თქმით ეს რიგით მესამე СУ-34-ია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 თებერვალს ჩამოაგდეს.

ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინამ 5 თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო თებერვალში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 13 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა.

კომენტარები