29 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენი СУ-34 ჩამოაგდეს. ინფორმაციას საჰაერო ძალების მეთაური მიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს.
"დღეს, 29 თებერვალია, თარიღი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ დგება და რუსებმა კიდევ ერთი თვითმფრინავი დაკარგეს. ერთით ნაკლები CУ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით"! – ამბობს ოლეშუკი.
ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინამ მე-3 თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო თებერვალში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 11 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა.