დიდი ბრიტანეთი

სუნაკი პარლმენტში ღაზის ომის განხილვაზე: ბრბოს მმართველობა ანაცვლებს დემოკრატიას ბრიტანეთში

BBC

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კომენტარი გააკეთა პარლამენტში ისრაელი-ჰამასის ომის განხილვაზე და თქვა, რომ ბრბოს მმართველობა ანაცვლებს დემოკრატიას დიდ ბრიტანეთში და ყველას ვალია ეს დაუყოვნებლივ შეიცვალოს. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატების სახელმწიფო დაცვის სტანდარტები გაძლიერდება და გაიზრდება მათი უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსება.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტიპის განსაკუთრებით ძალადობრივი და დამამცირებელი ქცევა, რომელიც თავისუფალ დებატს ებრძვის, აფერხებს არჩეულ წარმომადგენლებს თავიანთი საქმის გაკეთებაში. ეს უბრალოდ არადემოკრატიულია" - თქვა რიში სუნაკმა. 

ბრიტანელი პარლამენტარების ნაწილმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინებების და თავდასხმების რაოდენობა 7 ოქტომბრის შემდეგ გაიზარდა. 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა წინა კვირას ისრაელი-ჰამასის ომზე იმსჯელა, სადაც დებატი დიდ არეულობაში გადაიზარდა. პარლამენტარების ნაწილი ამბობდა, რომ ამ საკითხზე კონკრეტული შეხედულებების გამო ისინი საშიშ მუქარის წერილებს იღებენ, რის გამოც ნორმალური საპარლამენტო პროცედურის ჩატარება შეუძლებელია. 

კომენტარები