ჰანტერ შაფერი

მსახიობი ჰანტერ შაფერი პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს

Diet PRADA Instagram

სერიალ Euphoria-ს მსახიობი ჰანტერ შაფერი ნიუ-იორკში პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. აღნიშნულ აქციაზე პოლიციამ 30-მდე აქტივისტი დააკავა. 

საპროტესტო აქცია NBC-ს ოფისთან იმართებოდა, სადაც სეტ მეიერსის ღამის შოუში აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო მიწვეული. 

ჰანტერ შაფერი ორგანიზაცია Jewish Voice for Peace-თან ერთად იყო ჩართული პროტესტში. როგორც ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, მას ეცვა მაისური წარწერით Ceasefire Now - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაუყოვნებლივ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ და აპროტესტებენ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას.

"ბაიდენის საგარეო პოლიტიკამ ხელი შეუწყო გენოციდს ღაზაში. პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს უნდა მოუსმინოს, და არა ისრაელის ულტრამემარჯვენე მთავრობას, რომელიც განურჩევლად ბომბავს ღაზას" - წერია Jewish Voice for Peace-ის განცხადებაში. 

კომენტარები