დიდი ბრიტანეთი

პრინცმა ჰარიმ წააგო საქმე, სადაც სახელმწიფო დაცვის გაუქმებაზე ბრიტანეთის სახელმწიფოს უჩიოდა

telegraph.co.uk

პრინცმა ჰარიმ წააგო საქმე სასამართლოში, სადაც ის დიდი ბრიტანეთის მთავრობას უჩიოდა და ამტკიცებდა, რომ მისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმება უკანონო იყო. სანამ დიდი ბრიტანეთი პრინც ჰარის და მის ოჯახს სახელმწიფო დაცვას გაუუქმებდა, სასექსის ჰერცოგმა და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობდნენ სამეფო ტიტულებზე. 

სასექსის ჰერცოგმა სასამართლო დავა 2020 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის და საჯარო პირების დაცვის კომიტეტმა მას შეატყობინა, რომ ისეთივე სახელმწიფო დაცვას ვერ მიიღებდა, როგორც იქამდე. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ სერ პიტერ ლეინმა დაასკვნა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება კანონიერი იყო. 

პრინცი ჰარის წარმომადგენლები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ კომიტეტს უნდა გაეთვალისწინებინა პრინცი ჰარის და მისი ოჯახის უსაფრთხოების მაღალი რისკები. მოსამართლის მტკიცებით, კომიტეტმა კარგად იცოდა მომჩივნის სტატუსის და კონტექსტის შესახებ. 

კომენტარები