პაველ ჰერჩინსკი

ჰერჩინსკი: საქართველოს ევროკავშირთან თანხვედრის ხარისხი დაბალია, ღრმავდება, თუმცა დაბალია

ახლა თანხვედრის ხარისხი დაბალია, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს და როდესაც დადგება მომენტი, რომ საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, თანხვედრის ხარისხი არის დაბალი. პოზიტიური ისაა, რომ ის ღრმავდება, თუმცა მაინც დაბალია.

საქართველოს აქვს გრძელი გზა გასავლელი, რომ ჰქონდეს ზუსტად ისეთივე პოზიცია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ექნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 100%-იანი თანხვედრა. 

უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია. რომლის სამიზნეა ევროკავშირი და დასავლეთი. აქ ჩვენ ვხედავთ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ნათელია, რომ ეს 27 ლიდერის სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, წელს, როდესაც არჩევნებია საქართველოშიც და ევროკავშირშიც, აშკარაა, რომ დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირია, გაღრმავდება. ვისურვებდით, ვიმუშაოთ ყველასთან, რომ საქართველოს მოსახლეობა კარგად იყოს ინფორმირებული.

ფორმულას თარგმანით, თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, უკრაინაში ომის დაწყების ორი წლისთავთან დაკავშირებით გამართული პანელური დისკუსიის შემდეგ.  

კომენტარები