პაველ ჰერჩინსკი

ჰერჩინსკი: ევროკავშირის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად

დღეს ადამინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავია. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. 1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოვლთაო დეკლარაციის მიღების შემდეგ, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. მთელ მსოფლიოში მიმდინარე არასახხარბიელო ტენდენციების გამო, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მტკიცედ დავიცვათ ამ უფლებების უნივერსალურობა - ეს საერთო ამოცანაა და უფრო თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური მომავლისკენ მიმართული უწყვეტი პროცესი. 

ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის საფუძველია. ამ ხედვის რეალობად ქცევის ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და ერთ-ერთია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი ცხრა ნაბიჯიდან. 

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია. მას თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, გაუმჯობესების პასუხისმგებლობა. შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ, თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. 

გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს!

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით. 

კომენტარები